ჩინეთში ყველაზე დიდი უპილოტო ვერტმფრენის "V750" პირველი გაფრენა წარმატებით განახორციელა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, ვერტმფრენის შექმნა ჩინეთში მოხდა.
მისი წონა 757 კილოგრამს შეადგენს და შეუძლია 80 კგ. წონის ტვირთის გადატანა, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 161 კილომეტრია საათში.
ახალ უპილოტო ვერტმფენს 500 კილომეტრის მანძილის გადაფრენა შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე 3 ათასი მეტრია.
ვერტმფრენის მართვა შესაძლებელია, როგორც დისტანციური საშუალებით, ასევე სპეციალური პროგრამის საშუალებითაც.
აღსანიშნავია, რომ ახალ უპილოტო თვითმფრინავს დავალების შესრულება მათ შორის რთულ კლიმატურ პირობებშიც შეუძლია.