ლიბიელი მეამბოხეები მისურატში ნავთობსაცავებზე გაჩენილ ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, რომელიც აფეთქებაც ლიბიის არმიის ვერტმფრენების მიერ რეზერვუარების დაბომბვის შემდეგ აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, "როიტერი" მეამბოხეების წარმომადგენელზე აჰმად ჰასანზე დაყრდნობით იუწყება.
"ოთხი რეზერვუარი მთლიანად არის განადგურებული და ძლიერი ხანძარი ასევე დანარჩენ ოთხ რეზერვუარზეც გავრცელდა. ჩვენ ხანძრის ჩაქრობას ვერ ვახერხებთ, რადგან არ გაგვაჩნია საჭირო ტექნიკა", - განაცხადა ჰასანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულს შესახებ ნატოს უკვე აცნობეს, თუმცა ალიანსის მხრიდან ჯერ რეაქცია არ მოჰყოლია.