აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი ალ-ქაიდას მართვაში სიცოცხლის ბოლო დღემდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
აღსანიშნვია, რომ ინფორმაცია შეუსაბამოა ადრე არსებულ განცხადებებთან იმის თაობაზე, რომ რადგან ბინ ლადენი იმალებოდა იგი ვერ შესძლებდა მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა ტერორისტული ოპერაციების დაგეგმაში.
აშშ-ს დაზვერვის განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენტაგონმა გამოაქვეყნა ბინ ლადენის ჩანაწერები, რომლებიც პაკისტანში იმ სახლში იპოვეს სადაც მისი ლიკვიდაცია მოხდა.
ჩანაწერებში ჩანას, რომ ბინ ლადენი მასზე მომზადებულ სატელევეზიო გადაცემას უყურებს და აშშ-სადმი ვიდეომიმართვას ამზადებს.
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გამოქვეყნებლი იქნა ბენ ლადენის პროპაგანდისტული ვიდეორგოლი.
პენატანგონმა საჯაროდ ნაპოვნი მასალებიდან მხოლოდ ხუთი ჩანაწერის ფრაგმენტი გამოაქვეყნა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერებზე ბინ ლადანის ხმა "მოხსნილი" იყო.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, აშშ-ს მიერ აღნიშნული ჩანაწენების ჩვენება იმისთვის დასჭირდა, რომ კიდევ ერთხელ დაერწმუნებუინა სკეპტიკოსები 2 მაისის წარმატებულ ოპერაციაში.
აშშ-ს სპეცსამსახურები გარძელებნ ბენ ლადენის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული კომპიუტერების და სხვა მასალების შესწვალას.