დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე კოალიცია ევროპული საქართველოსათვის ინიციატივით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, აღინიშნება ნაციზმზე გამარჯვების დღე, რომელსაც მთელი ევროპა აღნიშნავს სწორედ 8 მაისს და არა 9 მაისს, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო მიღებული.
კოალიციაშ მიიჩნევენ, რომ 9 მაისის "დიდ სამამულო ომში'' გამარჯვების ზეიმი ''წითელ მოედანზე'' (''პარადით''), მეორე მსოფლიო ომის გარშემო შექმნილი სტალინისტური მითოლოგიის ცენტრალური ნაწილია. ამ მითოლოგიაზე იყო დაფუძნებული საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს გამაერთიანებელი იდეოლოგია. ამავე მითოლოგიას აქტიურად იყენებს პუტინის რუსეთი.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ევროპული საქართველოსათვის გასული წლის დეკემბერში გამოვიდა წინადადებით, საქართველოში ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს 8 მაისი, ხოლო 9 მაისის აღინიშნებოდეს როგორც ევროპის დღე.
კოალიცია ევროპული საქართველოსათვის მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებას, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს, მონაწილეობა მიიღოს 8 მაისის ღონისძიებაში, რათა ღირსეული პატივი მივაგოთ ნაციზმთან ბრძოლაში დაღუპული მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას.