დღეს მუამარ კადაფის ავიაციამ მისურატის ოთხი ნავთობსაცავი დაბომბა. ამის შესახებ ლიბიელი ამბოხებულები იტყობინებიან.
დაბომბვის შემდეგ ნავთობსაცავის ტერიტორიას ძლიერი ხანძარი მოედო. ოპოზიციონერთა თქმით, კადაფის მომხრეები დასაბომბად სამხედრო თვითმფრინავებს კი არ იყენებდნენ, არამედ პესტიციდებით მინდვრების მოსარწყავ თვითმფრინავებს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ კადაფი იერიშს მიტანდა. ამის შესახებ ნატოც გააფრთხილეს, თუმცა ალიანსის მხრიდან კადაფის საპასუხოდ არაფრი გაკეთებულა.