დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების მდივანმა ზაზა გაბუნიამ ქალაქის სანიაღვრე ქსელების პრობლემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
დეპუტატის თქმით, სანიაღვრე ქსელების გამართულად მუშაობის საკითხი ერთ-ერთ პრობლემურ თემად რჩება ქალაქისათვის.
ზაზა გაბუნია: "მაშინ როდესაც 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით კეთილმოწყობითი სამუშაოები მერიის მიერ პრიორიტეტად იქნა გამოცხადებული, ხდება პირიქით, ეს საკითხი და მათ შორის სანიაღვრე ქსელების პროგრამა ფულის გარეშე დარჩა, რადგან მისთვის გამოყოფილი ფინანსები გუდაურისთვის იქნა გამოყენებული. ეს კი მიუთითებს იმას, რომ ქალაქის მერი და მისი გუნდი ორმაგი სტანდარტებით მოქმდებს."
ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკმარისია ხანმოკლე წვიმაც კი და თბილისის ქუჩები იტბორება, ამის მიზეზი უპირველესად გახლავთ ის რომ ქალაქში არაეფექტურად მუშაობს სანიაღვრე ქსელები. ქუჩებს აქვს გვერდმიმღების და წვიმიმღები ცხაურების პრობლემა. ამ ფონზე ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას არათუ დამატებითი რესურსები მოახმარა მერიამ, არამედ მილლიონ ორასი ათასი ლარი პირიქით მოაკლო და გუდაურის ინფრასქუტურული განვითარებისათვის გადარიცხა.
საკრებულოს წევრი მოითხოვს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერმა ფული საკუთარი ფონდიდან გამოყოს.
დღესვე ზაზა გაბუნიამ დატბორილი ქუჩებისა და სანიაღვრე ქსელის არაეფექტური მუშაობის ამსახველი სპეციალური ვიდეო-მასალა წარუდგინა ჟურნალისტებს.