ინდოეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სავარაუდოდ რანდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
როგორც მეზღვაურთა ახლობლები აცხადებენ, დღეს დილით დაკავებულებს გემის მფლობელმა კომპანიამ პირადი საბუთები დაუბრუნა.
"ახლა უკვე ისინი კომპანიისგან ბილეთების შეძენას ელოდებიან და როგორც კი ეს მოხდება, მეზღვაურები საქართველოში გამოემგზავრებიან", - აცხადებენ დაკავებულ ქართველ მეზღვაურთა ახლობლები.
საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ინდოეთის სამხრეთში რჩება.