ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ქვეყნის აღმოსავლეთით, პაპუას სანაპიროსთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი, რომელთა შორის 3 ბავშვი იყო.
ლაინერმა ვარდნა დაშვებისას 500-მეტრი სიმაღლიდან დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.