ვენესუელელებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროსაქონელი შედარებით იაფად შეიძინონ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა საერთო ეროვნული პროგრამის გახსნაზე, სახელწოდებით "ჩემი კარგად მოწყობილი სახლი".
"ამ პროდუქციის ფასი კაპიტალისტურ ბაზრებთან შედარებით თითქმის 50%-ით ნაკლებია. ჩვენი სურვილია, ჩვენმა ხალხმა კარგად იცხოვროს.",_აღნიშნა პრეზიდენტმა.
მთლიანობაში, 3 მილიონ ელექტროსაყოფაცხოვრებო ტექნიკას გაყიდიან_მაცივრებს, ტელევიზორებს, კონდიციონრებს, გაზქურებს, რომლებიც ვენესუელაში ჩინეთიდან შედის.
უგო ჩავესის განმარტებით, საუბარია გარიგებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის შედგა. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, შუამავლების მხრიდან სპეკულირება გამორიცხულია. ამასთან, ვენესუელაში ჩინური საწარმო აშენდება, რომელიც წელიწადში 800 ათას ელექტროსამრეწველი პროდუქტს გამოუშვებს.