გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ოზონის შრის დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე საინფორმაციო სემინარებს მართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამიდან აცნობეს, სემინარების თემა საქართველოში კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგები, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივები და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღება იქნება.
საინფორმაციო შეხვედრები გათვლილია სტუდენტებსა და ჟურნალისტებზე, ასევე ოზონდამშლელი ნივთიერებების მომხმარებელი სექტორების წარმომადგენლებზე. საგანგებო საინფორმაციო სესიები გაიმართა ჯანდაცვისა და მრეწველობის წარმომადგენლებისთვის, რადგან სწორედ ამ სფეროებში გამოიყენება გარემოსათვის უსაფრთხო დანადგარები და სამაცივრო სისტემები.
სემინარებს საქართველოს წამყვანი მკველევარები და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებიან.
სემინარები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ტარდება, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ორი წლის წინ გარემოსათვის უსაფრთხო სამაცივრო დანადგარი გადაეცა.
სემინართა სერია დღეს ედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიხურება. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.