ატომურ რეაქტორ "ჰამაოკაზე" სამუშაოების შეჩერება სულაც არ ნიშნავს, რომ იაპონიის ხელისუფლება ატომურ ენერგეტიკაზე საბოლოოდ უარს აცხადებს. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თანაშემწე ჰოსი ხოსონო აცხადებს.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ ამ ატომურ რეაქტორზე, სხვა რეაქტორებთან შედარებით, 8 მაგნიტუდის მიწისძვრის რისკი დიდია.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა ტოკიოს სამხრეთით მდებარე რეაქტორ ჰამაოკას დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რათა ამით უსაფრთხოების სისტემა გაუმჯობესდეს.
სეისმოლოგების პროგნოზით, ამ რეგიონში ძლიერი მიწისძვრების ალბათობა უახლოესი 30 წლის განმავლობაში 87%-ია. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ამ რეაქტორზე ავარია მოხდება, ეს მთელი ქვეყნისთვის მძიმე შედეგით დასრულდება.