დღეს, 7 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელი შპს "დელტა კომი" საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის (GONET) პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციასსაქართველოს მთავრობის წევრები, ბიზნესისა და დიპლომატიური კურპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება აღნიშნავს "GONET"-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიანი პროექტის დასრულებას საქართველოში და თურქეთთან და აზერბაიჯანთან კავშირს და ასევე გეგმავს სომხეთში შეერთების პუნქტის დამატებას.
საქართველოს ტერიტორიაზე "GONET"-ის ქსელი გამოიყენებს მონაცემთა გადაცემის თანამედროვე ტექნოლოგიას (ოპტიკურ-ბოჭკოვანი), რაც იძლევა საერთაშორისო და ადგილობრივი მონაცემთა გადაცემის მომგებიანი და ეფექტური მეთოდის გამოყენების საშუალებას.