დღეს, 7 მაისს, 18: 30 საათზე, თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი. წარმოდგენილი იქნება პირველი გამოფენა "სატირული გრაფიკა 1940-1950".
გუდიაშვილის ოჯახის ინიციატივით, საცხოვრებელი ფართის ნაწილი გადაკეთდა საგამოფენო დარბაზად, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს გუდიაშვილის შემოქმედება.
საგამოფენო დარბაზში გუდიაშვილის ნამუშევრების ექსპოზიცია პერიოდულად განახლდება. ამჟამინდელი გამოფენა - "სატირული გრაფიკა" - წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე თვის განმავლობაში.
საგამოფენო დარბაზი მადლობას უხდის მერიას, კულტურის სამინისტროს, TBC ბანკსა და IDS ბორჯომს, პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის.