დღეს, 7 მაისს, 19:00 საათზე, კლუბ "33ა"-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში ჯგუფები "ფრანი", "მგზავრები", "ნიკოლშოუ", "გორდელა", "რეგიონი", "ჩვენებურები" და ნიაზ დიასამიძე მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
საქველმოქმედო კონცერტის მიზანი კავშირის "ქართული საბრძოლო ხელოვნება" ერთ-ერთი წევრის დახმარებაა, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება.
"კავშირმა "ქართული საბრძოლო ხელოვნება" მიზნად დაისახა ამ ადამინის გადარჩენა. მეგობრების დახმარებით თავი მოვუყარეთ ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჩვენი წევრის სიცოცხლის გადარჩენას", - აცხადებენ კავშირში.