საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა. ურუშაძემ მათ ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცა. მათ საჩუქრები და 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადასცა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვეტერანებს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების მიღება ახლად გახსნილ კლინიკაში შეეძლებათ. კინოს სახლში მინისტრთან შესახვედრად ომის ვეტერანების ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი მივიდა.