20 წლის შემდეგ ბათუმში დელფინარიუმი ისევ გაიხსნა. დელფინების შოუს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. პრეზიდენტმა დელფინარიუმი ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი დელფინების წარმოდგენას ოჯახთან ერთად ესწრებოდა. ბათუმის დელფინარიუმში სულ 15 დელფინი ჰყავთ.
მნახველებს წარმოდგენაზე დასწრება 1-ლი ივნისიდან შეეძლებათ.