პოპულარული "ვესტსაიდის ისტორიის" ავტორი არტურ ლორენტსი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა აგენტმა ჯონათან ლომამ განაცხადა.
დრამატურგი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
ლორენტსი ჰოლივუდში არნახული პოპულარობით სარგებლობდა. მისი არაერთი პიესა ბროდვეიზე იდგმებოდა.
1957 წელს შექმნილი "ვესტსაიდის ისტორია" ლორენტსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო, რომელმაც მის ავტორს მსოფლიოში სახელი გაუთქვა. სიუჟეტის საფუძველი რომეოსა და ჯულიეტას რომანის კლასიკური ისტორიაა, რომელიც ნიუ-იორკში მე-20 საუკუნეში დაიდგა.