საფრანგეთმა განაცხადა14 ლიბიელი დიპლომატის გაძევების შესახებ, რომლებიც მუამარ კადაფის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
დიპლომატებმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომელთა საელჩოებიც ერთი თვის წინ დაიხურა.
შეგახსენებთ, საფრანგეთი ლიბიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის აქტიური მხარდამჭერია. ჯერ კიდევ 26 თებერვალს გაცხადდა, რომ საფრანგეთი ტრიპოლში საელჩოს დახურვას აპირებდა. ამასთან, ლიბიაში საფრანგეთის ელჩი აცხადებდა, რომ იგი მხარს უჭერდა ამბოხებულებს და არა კადაფის.