ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი პრეზიდენტ მაჰმუდ აჯმადინეჯადის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ არაბული მედიასაშუალებები იტყობინებიან.
არაბული პრესის ინფორმაციით, აჰმადინეჯადის გარემოცვის რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. მოსალოდნელია, რომ თავად პრეზიდენტი პოსტს უახლოეს ხანში დატოვებს.
შეგახსენებთ, ჰამენეისა და აჰმადინეჯადს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. მედიასაშუალებებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადებიან. დაახლოებით 300 დეპუტატმა აჰმადინეჯადის სახელზე წერილი დაწერა, სადაც ისინი აჰმადინეჯადს სულიერი ლიდერის აზრის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.