იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა იაპონიის ბირთვულ ოპერატორს, "ჰამაოკას" ატომური ელექტროსადგურის დახურვა მოსთხოვა, იქამდე სანამ არ აშენდება დამცავი საშუალებები, რომლებიც რეაქტორს მიწისძვრისგან და ცუნამისგან დაიცავს.
ჰამაოკას ატომური ელექტროსადგური ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობა შესაძლებელს ხდის, შეიქმნას ისეთივე პრობლემები, როგორიც "ფუკუსიმას" ატომურ ელექტროსადგურზეა 11 მარტს მომხდარი დამაგნრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ.
"მოთხოვნის მთავარი მიზეზი იაპონელი ხალხის უსაფრთხოებაა. მივედით იმ დასკვნამდე, რომ "ჰამაოკაზე" შეიძლება ისეთივე რადიაციული პრობლემა შეიქმნას, როგორიც "ფუკუსიმაზეა", - განაცხადა კანმა.
იაპონიის პრემიერი თხოვნით მიმართავს ელექტროსადგურის მფლობელ კომპანიას "Chubu Electric Company". იაპონიის მთავრობას ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება რეაქტორის დახურვის შესახებ არ აქვს. კომპანიის მფლობელები კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.