გაბინოს მაფიოზური კლანის მეთაურის, ჯონი გოტის შესახებ ფილმის შემქმნელებმა პროექტის რეჟისორის, ნიკი კასავეტისის შემცვლელი მონახეს.
ფილმის ახალი დამდგმელი რეჟისორი ბარი ლევინსონი იქნება, რომელმაც გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა "თაღლითობა", "ბანდიტები", "წვიმის კაცი" და სხვა.
ფილმში მთავარი როლი ჯონ ტრავოლტამ უნდა შეასრულოს. ფილმში გადაიღებენ ჯო პეშს, ტრავოლტას ქალიშვილს ელლა ბლუს, შესაძლოა ლინდსი ლოხანსაც, რომელსაც ჯონ გოტი უმცროსის ცოლის როლი ერგო.
ფილმის გადაღება 2011 წლის ოქტომბერში დაიწყება.