მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე აფეთქება მოხდა. უნივერსიტეტის საქმეთა მმართველის ედიტა მაგდიჩის ინფორმაციით, ქიმიის ფაკულტეტის ლაბორატორიაში ქიმიური ცდების კოლბა აფეთქდა. წარუმატებელი ცდის გამო ერთი ადამიანი დაზარალდა.
"ლაბორატორიის თანამშრომელი მაღალი წნევის ქვეშ ექსპერიმენტს ატარებდა. კოლბაში აცეტილენი ცხელდებოდა და ზედმეტი გაცხელების შედეგად იგი აფეთქდა. შედეგად, ლაბორატორიის თანამშრომელმა დაზიანება მიიღო და იგი "სასწრაფო დახმარების" მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს", _ აცხადებს მაგდიჩი.