საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობას მორიგ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს .
"საქართველო ევროკავშირთან უკვე რამდენიმე წელიწადია ქმნის შესაბამის სამართლებრივ ბაზას. ყურადღება მინდა მივაპყრო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალკვალიფიციური კადრების გადაადგილებას ითვალისწინებს. მთავრობის ყველა წევრს გვაქვს ძალიან მარტივი ინსტრუქცია პრეზიდენტისგან: გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ეს დადებითი ფაქტია და კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ჩვენს წინაშე მდგარი ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. მაგალითისთვის, საფრანგეთში ლეგალური მუშაობის უფლება საქართველოს 200 მოქალაქეს ექნება.