ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის რამდენიმე მომხრე დააკავა, რომლებსაც ჯადოსნობასა და ჯინის გამოძახებაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება. დაჭერები მიმდინარე კვირას განხორციელდა.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ვინმე აბას გაფარი, რომელსაც ხელისუფლება მეტაფიზიკური და უცნობი სამყაროს მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვაში ამხელს. ამასთან, ამერიკული ტელეარხი BPS-ი იუწყება, რომ გაფარი სულებთან კავშირსა და ავი სულების განდევნაში_ ექსორციზმშია მხილებული.
The Guardian-ის ცნობით, მთლიანიობაში 25 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, დაკავებები აჰმადინეჯადსა და ირანის სულიერ ლიდერ ალი ჰომეინს შორის არსებული უთანხმოების ფონზე განხორციელდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰომენეიმ ირანის პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული დაზვერვის შეფის ჰეიდარ მოსლეხის განცხადება არ დააკმაყოფილა.