საქართველოსთვის ლატვიური გამოცდილების გასაზიარებლად, ქვეყანას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ვალდის დომბროვსკისი და ლატვიელი ბიზნესმენები ესტუმრებიან.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის გირტსვალდის კრისტოვსკის თქმით, ლატვიამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმატებით დაძლია და ეხლა ქვეყანა მზადაა გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.
"ჩვენ ძალიან დაგვაზარალა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, მაგრამ იმ პროგრამით, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა კრიზისისგან თავის დროულად დაღწევა მოვახერხეთ. უფრო მეტიც, უკვე სახეზეა დიდი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მზად ვართ, ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
სავარაუდოდ შემოდგომით, საქართველოში ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩამოვლენ და საქართველოს მთავრობას გააცნობენ იმ გეგმას, რითაც ჩვენ ამ კრიზისის დაძლევა შევძელით. ჩვენ ვცდილობთ ბიზნესსექტორი საქართველოში ინვესტირებით დავაინტერესოთ"- აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გირტსვალდის კრისტოვსკიმ.