საფრანეთის მუსულმანი ქალები ქვეყნის განათლების მინისტრის ლუკ შატელის ახალი წინადადებამ საპროტესტოდ განაწყო, რის გამოც აქცია გამართეს.
საფრანგეთის განათლების მინისტრის მოთხოვნით, ქალებმა აუცილებლად უნდა მოიხადონ თავსაბურავები, როცა ისინი საკუთარ შვილებს სასკოლო ექსკურსიებზე, მუზეუმსა და თეატრებში მიაცილებენ.
თავის მხრივ, ამით განაწყენებული საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "მშობლებსა და შვილებს აშორებენ, ბავშვებს კი ამცირებენ". ამასთან, მუსულმანი ქალბატონები დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის ხელისუფლება მათ პირად ცხოვრებაში იჭრება.
შეგახსენებთ, 2004 წელს საფრანგეთის სასკოლო დაწესებულებებში თავსაბურავების ტარება ოფიციალურად აიკრძალა.
მუსულმანები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ამაზე არ გაჩერდება და იმ ქალებს, რომლებიც თავსაბურავის ტარებაზე უარს არ იტყვიან, სკოლის შენობაში ბავშვებთან შესვლას აუკრძალავენ.