პაკისტანის ხელისუფლებამ აშშ-ის წარმომადგენლებს "ალ-ქაიდას" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებთან შეშვების ნება არ დართო, რომლებიც პირველი ტერორისტის განადგურების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.
ბინ ლადენის სამი ცოლი და შვილები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ისინი პაკისტანის სპეცსამსახურებმა აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ქალაქ აბოტაბადში დააკავეს.
ტერორისტის 12 წლის ქალიშვილმა საფიამ აღნიშნა, რომ დაინახა, თუ აშშ-ის საზღვაო ქვეითმა დანაყოფმა როგორ დახვრიტა მამამისი.
ბინ ლადენის ერთ-ერთი ცოლი, 29 წლის აბდულფატა აცხადებს, რომ მისი ოჯახი ხუთი წლის განმავლობაში ამ აგარაკზე ცხოვრობდა.
"ალ-ქაიდას" ლიდერთან ერთად სახლში ბინ ლადენის სამი ცოლი იმყოფებოდა. მთლიანად, შენობაში 17 ადამიანი იყო.