აპრილის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 3 479 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.8% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუ-ბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტის ინფორმაციით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 0.844 დონეზე დაფიქსირდა.
2011 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 25.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 12.8%-ით შემცირდა.