დღეს ბარაკ ობამა პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ოსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ობამა ფორტ კემპბელში მივა, რათა რამდენიმე სამხედრო ნაწილს მიმართოს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ავღანეთის სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდნენ.
კემპბელის ფორტში ავიაციის 160-ე განსაკუთრებული რაზმი იყო ბაზირებული, რომელმაც პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდაცია განახორციელა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს თეთრ სახლში ბარაკ ობამამ ვიცე-ადმირალი უილიამ მაკ-რავენი მიიღო, რომელიც ოპერაციას მეთაურობდა.
ბინ ლადენის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ბარაკ ობამას პირადი ინიციატივა იყო.