ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ გირტსვალდის კრისტოვსკისის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.
ამის შესახებ გირტსვალდის კრისტოვსკისიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ შესაძლებელია საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს", - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მან ქართველი კოლეგის, გრიგოლ ვაშაძის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მინისტრია.
"თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწეა საერთაშორისო არენაზე. ის ხმამაღლა და აქტიურად საუბრობს ყველაფერ იმაზე, რაც საქართველოს სჭირდება და ცდილობს დანერგოს ასპექტები, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი", - აღნიშნა გირტსვალდის კრისტოვსკისიმ.