რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტს ლატვიაც გმობს.
როგორც თბილისში ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გირტსვალდის კრისტოვსკისმა დღეს, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტს.
"ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მიესალმება კეტრინ ეშტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტი დაგმო", - განმარტა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, ლატვია შექმნილი მდგომარეობის ადექტვატურად შეფასებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა.