"მთავარი რისთვისაც თქვენ მუშაობთ, არის ის, რაც მიუწვდომელია ჩვენი მტრისთვის და მათთვის, ვინც ებრძვის მომავალს და კანონის უზენაესობას, ვინც მისტირის მაფიოზურ, კრიმინალიზირებულ, ნირწამხდარ და მუხლებზე დაჩოქილ საქართველოს",_აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ბულვარში გამართულ პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ როგორი ძლიერი მოწინააღმდეგეც უნდა გვყავდეს, სულიერი სიმტკიცით ჩვენ მაინც ძლიერნი და მეტად ორგანიზებულნი ვიქნებით.
"რაც მთავარია, გვექნება ჩვენი ღირსება. ჩვენ ყველამ ერთად დავუბრუნეთ ჩვენს ქვეყანას ის, რაც ყველაზე მეტად არ სიამოვნებს ჩვენს მტერს_ ჩვენი ქვეყნის ღირსება",_აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის დღე მიულოცა მოსახლეობას.
"ეს არის განსკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, გიორგობის ბრწყინვალე დღასასწაულია. ეს არის გათავისუფლების დღე და ასევე, პოლიციის დღე.Eჩვენ ყველანი საბოლოოდ გავიმარჯვებთ",_განაცხადა პრეზიდენტმა.