პოლიციის ფუნქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ საზოგაოების წესრიგის დაცვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე განაცხადა.
„პოლიციის ფუნქცია არის ზოგადსახელმწიფოებრივი. თუმცა ამავე დროს საზოგადოებრივი წესრიგის თავალსაზრისითაც საქართველოში დღეს არის რამდენჯერმე ნაკლები დანაშაული, ვიდრე ჩვენ ჩრდილოელ მეგობრებთან და ვიდრე ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა ძირითად კატეგორიაზე არის უფრო ნაკლები დანაშაული ვიდრე არის გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში.
„ჩვენმა ხალხმა იცის და მეც კარგად ვიცი, რომ 2004 წელს როცა ჩვენ დავიწყეთ პოლიციის რეფორმა იყო დღეები როცა დღეში იპარავდნენ 30-40 მანქანას. დღეს საქართველოში შეუძლიათ მანქანები არ ჩაკეტონ. შუეძლიათ თავისი შვილები თამამად გაუშვან ქუჩაში და ეს ყველაფერი თქვნენ გააკეთეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნისნა, რომ ეკონომიკის განვითარებას იმ ვითარებას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში პოლიციამ შექმნა.
„ის რომ საქართველოს ყევლა შეჰყურებს ეს თქვენ გააკეთეთ. ის რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს მომავალში მათ შორის ყველა სხვასთან ერთად თქვენ გააკეთეთ", - მიმართა პრეზიდენტმა პოლიციელებს.