აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ზღვაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
არ არსებობს ცუნამის საფრთხეც.
როგორც ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტო იტყობინება, მიწისძვრის ეპიცენტრი ყველაზე ახლოს სულავესის პროვინციის ქალაქ გორონტალოსთან იყო.