„ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერი, უსამა ბინ ლადენი, სავარაუდოდ, აშშ-ის სარკინიგზო ტრანსპორტზე თავდასხმას ამზადებდა.
ტელეკომპანია ‘ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აღნიშნულს ის ჩანაწერები ადასტურებს, რომელიც ბინ ლადენის სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნი იქნა ხელნაწერი გეგმები, თუმცა სხვა მამხილებენ საბუთებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ბინ ლადენის სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა.
სადაზვერვო სამსახურის აგენტები აბოტაბადის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციასთან დაკავშირებული დეტალები, რომლის დროსაც ლიკვიდირებული იქნა ოსამა ბინ ლადენი კვლავ განსხვავებულია ოფიციალური ვერსიისგან, რომ სახლში, სადაც ოპერაცია ჩატარდა მხოლოდ ერთი ადამიანი იყო შეიარაღებული და მან წინააღმდეგობა გაუწია სპეციალური დანიშნულების რაზმს.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაუზუსტებელია, კონკრეტულად ნომერ პირველი ტერორისტის ქმედება მისი ლიკვიდაციის მომენტში.