ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიან პარტნიორებს შორის სამოქალაქო კავშირი დააკანონა.
თანხმობა იმაზე, რომ ერთი სქესის წარმომადგენლებს ქორწინების უფლება მისცემოდა,
ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს 9 წევრმა გამოაცხადა. საკითხის მხარდაჭერისგან თავი უმაღლესი სასამართლოს მხოლოდ ერთმა წევრმა შეიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტი დილმა რუსეფი აღნიშნულ საკითხს თავისი პროგრამის სოციალური სფეროს რეფორმირების გეგმებში პირველ ადგილზე აყენებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიცია და იქ ხშირია დანაშაულის ფაქტები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ.