იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ "კოცნის გადამტანი" მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს ვირტუალურ სანყაროში აკოცონ. ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტის მკვლევარებმა "კოცნის იმიტატორის " დემონსტრირება უკვე მოახდინეს.
ხელსაწყო წარმოადგენს ორ წყვილ აპარატს, რომელიც კომპიუტერს უერთდება.
ერთმანეთისაგან შორს მყოფი Oორი მომხმარებელი პირს ადებს აპარატის მოხრილ პლასტიკურ წვეტს და ენას აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ.
მათი მოქმედება ინტერნეტით სინქრონიზდება.
თუ ერთი პარტნიორი აპარატის წვერის ბრუნვას იწყებს, იგივე მოქმედება ხდება მეორე მხარესაც. ამჟამად, აპარატი გამოცდას გადის.
მეცნიერები მომავლისათვის გვპირდებიან, რომ "კოცნის გადამცემ" მოწყობოლობას დამატებითი ფუნქციაც ექნება - გემოს შეგრძნებისა და პარტნიორის სუნთქვის იმიტაციის აღქმა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ აპარატი სოციალურ ქსელებში ძალზე პოპულარული გახდება, რამდენადაც ვირტუალურ თანამოსაუბრესთან კოცნას წინასწარ შეძლებენ და გადაწყვეტენ ღირს თუ არა შეხვედრა რეალობაში.