დღეს, 6 მაისს, თბილისს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გირტს ვალდის კრისტოვსკისი ჩამოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიელი სტუმარი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება.
დღეს, 12:00 საათისთვის გირტს ვალდის კრისტოვსკისი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს შეამკობს გვირგვინით, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
ლატვიის სამთავრობო დელეგაცია თბილისში ვიზიტის ხვალ, 7 მაისს დაასრულებს.