მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
ხანძარი მოსახლეობამ გვიან ღამით შენიშნა.
მისი ლოკალიზება მეხანძრეებს არ გაჭირვებიათ.
ადგილზე 5 ბრიგადა მუშაობდა, თუმცა შენობის ზედა ნაწილი მთლიანად დაიწვა. არსებული ინფორმაციით ხანძრის გაჩენის დროს იქ არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.