ისრაელში, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. გუშინ ყველა საერთაშორისო რეისის გადადება გახდა აუცილებელი. ამის მიზეზი საწვავის უცხო ნივთიერებით დაბინძურება გახდა.
შეფერხების მიუხედავად ჩვეული გრაფიკით შესრულდა თელ-ავივი თბილისის რეისი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია "აირზენას" კუთვნილი თვითმფრინავი ღამის 12 საათზე დაეშვა. მგზავრები ისრაელში საწვავთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ეს ფაქტი აეროპორტის ხელმძღვანელობამ მორიგი შემოწმებისას აღმოაჩინა.
თვითმფრინავის საწვავში დაუდგენელი ნივთიერების ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომელიც ფილტრში იჭედება. ამის გამო ყველა უცხოურ რეისს საწვავის გამოცვლა დაევალა, ხოლო იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ისრაელის მიმართულებით მიფრინავენ მიეცათ გაფრთხილება, რომ სარეზერვო საწვავი მოიმარაგონ. ადასტურებენ.
ბენ გურიონის აეროპორტში იმყოფებოდა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი, რომელმაც აეროპორტის ხელმძღვანელობას საწვავის დაბინძურების გამოძიება მოსთხოვა.