6 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს ("გამომცემლობა ინტელექტი", "გამომცემლობა არტანუჯი", "გამომცემლობა პალიტრა L", საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, "გამომცემლობა პეგასი") შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრებაა.
გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი. უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში.
მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და გამომცემლობის ხელმძღვანელი პირები მოაწერენ.