ცოტა ხნის წინ მთამსვლელების ოთხკაციანმა ჯგუფმა მეტეოსადგურამდე მიაღწია. მაშველები მთელი დღის განმავლობაში მყინვარწვერის დასალაშქრად წასულ ბიძინა გუჯაბიძეს, გია აფაქიძეს და მათ ორ სტუმარს ეძებდნენ.
გუშინ გამთენიისას ყაზბეგის რაიონში მეტეოსადგურიდან ბიძინა გუჯაბიძე და გია აფაქიძე ორ სტუმართან ერთად მყინვარწვერის დასალაშქრად წავიდნენ.
ისინი მეტეოსადგურში გუშინ დღისითვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მთაში ცუდი მეტეოროგიური პირობების გამო მათთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა, როგორც აღმოჩნდა, მათ თოვლში გამოქვაბული გათხარეს და ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს იქ შეაფარეს თავი.