ისრაელის ყველა აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის აეროპორტების სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა კობი მორმა გასცა. მიზეზი გახდა ის, რომ დავიდ ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივში საავიაციო საწვავში უცხო მინარევები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "NEWSru Israel" ავრცელებს.
გავრცელებული ინფომაციით, მანამ ვიდრე საწვავის დაბინძურების წყარო არ იქნება აღმოჩენილი, ისრაელის არც ერთ აეროპორში თვითმფრინავში საწვავი არ ჩაისხმება.
ავიაკომპანიებს, რომლებიც ამ საათებში ისრაელში თვითმფრინავებს აგზავნიან, უკვე მიეცათ განკარგულება, მოამარაგონ ეს თვითმფრინავები საწვავის საკმარისი რაოდენობით, იმისათვის რათა ისინი უკან დაბრუნდნენ.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში კობი მორი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ განცხადებას გააკეთებს.