ნატო-ს შტაბბინაში პოლიტიკური პარტნიორობის კომიტეტის დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებების შესახებ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტების გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნა აღნიშნული ტერორისტული აქტების მოსამზადებლად და განსახორციელებლად.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ის სფერო, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.