ბინ ლადენის მყუდრო, ლამაზი და დიდი სახლი, სადაც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი თავის ტერორისტულ ზრახვებს ახორციელებდა, ახალ მფლობელს ელოდება.
საუბარია ამერიკულ ქალაქ ოკლენდში მდებარე ვილაზე, რომელიც უფრო ადრე ბინ ლადენის ძმას ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ტერორისტის ოჯახმა ეს სახლი ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დატოვა.
ვილას მიწის დიდი ნაკვეთი აკრავს, რომლის ფართობიც ექვს ჰექტარს აღემატება. შენობის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარია.