მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდთან, წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალური თუჯის ქსელი დაზიანდა.
თუჯის წყალდენის დაზიანების მიზეზი გრუნტის მდგრადობის შერყევა და მისი საბოლოოდ ჩავარდნა გახდა, რაც ჭარბი ნალექითა და მტკვრის დონის აწევით არის გამოწვეული.
დაზიანების ადგილზე მობილიზებულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები, რომლებიც დაზიანების საბოლოო ლიკვიდაციამდე უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ.
დაზიანების შედეგად წყალმომარაგება შეუწყდა: ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის), ქუთათელაძის, ბროსეს, ჯამბულის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ორბელიანის, ხაზინის, ფხოვის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძისა მათ მიმდებარე ქუჩებს.
ავარიული დაზიანების აღმოფხვრა, სავარაუდოდ, დილის 09:00 საათისთვის გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, აღნიშნული ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება ხვალ, დღის პირველ ნახევარში აღუდგება.