ბუდაპეშტში ვერმახტის ყოფილი ოფიცრის 97 წლის შანდორ კეპიროს სასამართლო პროცესი დაიწყო. მას 1942 წელს ათობით მშვიდობიანი მოსახლის, უმეტესად ებრაელების მკვლელობა ედება ბრალად.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Ynet"-ი ავრცელებს.
"კეპიროს სასამართლო შესაძლოა გახდეს ბოლო სასამართლო პროცესი, რომელიც ნაცისტი დამნაშავის წინააღმდეგ იმართება", _ აცხადებს სიმონ ვიზენტალის ცენტრის იერუსალიმის განყოფილების ხელმძღვანელი ეფრაიმ ზუროფი.