დღეს მექსიკაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში იგრძნობოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ რაიმე სახის ზარალი და ნგრევა.
აშშ-ის გეოლოგიური საზოგადოების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოდან 130 მილში 62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.