პარლამენტმა ლევან მეტრეველი კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ დღემდე კანადას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ფარავდა.
გარდა ამისა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების გამო, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ექვსი ელჩის დამტკიცდა თავიდან, რომლებიც, გარდა ელჩის თანამდებობისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან.
პარლამენტის გადაწვეტილებით სალომე სამადაშვილი ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად დარჩება, გრიგოლ მგალობლიშვილი - ნატოში საქართველოს წარმომადგენლად, კონსტანტინე გაბაშვილი - იტალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, ზურაბ ჭიაბერაშვილი - შვეიცარიის კონფერენციაში სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად და ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, მამუკა კუდავა - საფრანგეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, პაატა გაფრინდაშვილი კი - ავსტრიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.