ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტერეგროსა და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი პარლემენტმა პირველი მოსმენით განიხილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტერეგროს და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალბანეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და სერბეთის რესპუბლიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში არიან, ალბანეთის რესპუბლიკა NAთO-ს წევრი ქვეყანაა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს და სერბეთის რესპუბლიკას მიღებული აქვთ NAთO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).
ალბანეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცოგოვინის და მონტენეგროს ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების მინიჭება ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრირების პროცესის დაჩქარებას.
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინისა და მონტენეგროს ერაყის რესპუბლიკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც, მთავრობის აზრით, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების თავისუფალ შემოსვლას - ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს.